ბავშვი ეკითხება მამას ზებრაზე:
– მამი, ეს მელირებული ცხენიაო?
– არა, – პასუხობს, მამა, – ეს ზებრაა, მელირებული ცხენი კი დედაშენიაო.
**
მამა ეკითხება შვილს:
– რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდეო?
– ვინ უნდა გამოვიდე, მამი და „სირიო".
– რატომ, შვილოო?
– რატომ და, მთელი დღე იმას გაიძახი, ამ „სირმა" რა მანქანა იყიდა, იმ „სირმა" რა მაგარი ბინა იყიდაო და, მეც მინდა, რომ „სირი" გამოვიდეო…
***
– რა ღირს თუთიყუში?
– რომელი?
– აი, ის, შუაში რომ ზის.
– 10 000 დოლარი.
– რა ამბავია, რას აკეთებს ასეთს?
– ეგ უბრალო თუთიყუში არაა, „კაგებეს" არქივი იცის ზეპირად.
– კაი, მარჯვნივ რომაა, ის?
– ის, გენაცვალე, 20 000 ღირს, „ცეერუს"არქივი აქვს მაგას ტვინში.
– არ მინდა არც ეგ. ის რაღა ღირს, მარცხენა?
– 50 000.
– არ გადამრიო, მაგან რაღა იცის ამისთანა?
– ეგ არავინ იცის, მარა ეს ორი თუთიყუში მაგას „ბოსს" ეძახის.
***
ტიპს ჰკითხეს, ყველაზე ადვილი ენა რომელიაო?
– რომელი და – სვანურიო…
– კი მარა, რატომ სვანურიო?
– იმიტომ, რომ სვანებმაც ისწავლესო.
***
ჭიჭიკია ისეთი ჟმოტია, „სვადებნიში" მარტო იყო წასულიო…
|