ხუთშაბათი, 2024-11-21, 7:55 PM
მოგესალმები, Guest
მთავარი » 2011 » თებერვალი » 24 » :D
3:49 PM
:D

ომია. სამხედრო გემის მიმართულებით ტორპედო მოდის და კაპიტანი ეუბნება ბოცმანს:

– სადაცაა, დედა გვეტირება და ბიჭებს ნუ ჩავხოცავთ საქვაბეში, ამოიყვანე გემბანზე და ერთი გემრიელად გააცინეო…

ბოცმანი ამორეკავს ხალხს და ეუბნება:

– ახლა მიყურეთ! ამოვიღებ კვერცხებს, დავახეთქებ გემბანზე და გემი ნაფოტებად იქცევაო.

– მართლაც ამოიღებს, ბრახ! დაარტყამს და გემი ჰაერში აიწევა…

კაპიტანი და ბოცმანი გადარჩებიან. მიცურდება კაპიტანი ბოცმანთან და ეჩხუბება:

– რა ჰქენი, ბიჭო, ეს რა ჩაიდინეო?

– რა გინდა, ბიჭო, ხომ გავაცინე ბიჭებიო.

– რა გააცინე, ტორპედო აგვცდაო.

***

მიტომ იშვილა ორი თვის ზანგი და დიდი ზარზეიმით მიიყვანა შინ. ცოლმა უთხრა:

– კაცო, ეს ჩვენები ვერ დაგვიზრდია და ე ზანგი რაღად გინდოდაო?

– რას ამბობ, ქალო, რო გაიზრდება, ჩვენ შვილებ ინგლისურს ასწავლისო, – უთხრა მიტომ.

***

ორი ღამურა კიდია ფეხებით და ერთი ეკითხება მეორეს:

– ყველაზე ცუდი დღე როდის გქონდა?

– მაშინ, კუჭი რომ ამეშალაო.

***

ინჟინერი ქმარი ეუბნება ცოლს:

– ძვირფასო, ხომ არ გამიმხელ ამ ნამცხვრის რეცეპტს? ჩემი აზრით, შენი მეთოდი დიდ რევოლუციას მოახდენდა ცემენტის მრეწველობაში…

ნანახია: 996 | დაამატა: cyberx97 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]