შაბათი, 2024-04-20, 11:34 AM
მოგესალმები, Guest
მთავარი » 2011 » ივნისი » 6 » :D
0:07 AM
:D
მაღაზიაში, დაკეტვამდე ორიოდ წუთით ადრე, ქალი შედის:
- ქათამი, გაქვთ?
- კი, გვაქვს. – უპასუხა გამყიდველმა და მაცივარში დარჩენილი ერთადერთი ქათამი გადმოიღო.
დადო სასწორზე, ერთი კილოგრამი გამოვიდა. ქალს ეპატარავა:
- ცოტა დიდი არა გაქვთ?
გამყიდველმა აიღო ქათამი შედო მაცივარში და მაშინვე უკან გამოიღო, ვითომ სხვა არის. დადო სასწორზე. სასწორს თითი მიაშველა და კილონახევარი გამოვიდა. ქალს მოეწონა:
- კარგია… ისიც მომეცით, ორივეს ავიღებ…





ტიპმა გადაწყვიტა სახლში შპალერის გაკვრა. ამ დროს გაახსენდა რომ მისმა ძმაკაცმა(რომელიც ზუსტად ისეთივე პროექტის სახლში ცხოვრობდა) სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა რემონტი და ჰკითხა: კონკრეტული ოთახისთვის რამდენი ცალი შპალერი ეყიდა.
პასუხი იყო: ”16 ცალი”.
იყიდა 16 რულონი შპალერი. გააკრა და 5 ცალი დარჩა. დაურეკა ისევ იმ ტიპს და უსაყვედურა: ”16 ცალი ვიყიდე და 5 ცალი დამრჩა.” პასუხად კი მიიღო: ”ხო, 5 უნდა დაგრჩენოდა, მეც 5 დამრჩა.”
ნანახია: 1124 | დაამატა: cyberx97 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]